კრენოსომოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრენოსომოზი – (crenosomosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Crenosoma + ბერძნ. osis დაავადება) – ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Crenosoma-ს გვარის ნემატოდები, პარაზიტობენ ბეწვიანი მხეცების (მელა, ყარსაღი, ენოტი, სიასამური, წაულა, კვერნა) ბრონქებსა და ტრაქეაში.
კრენოსომოზი გავრცელებულია მემხეცეობის მეურნეობებში. განსაკუთრებით სახიფათოა 3-7 თვის ასაკის მელიებისათვის.
სიმპტომები: ანემია, ძლიერი სიგამხდრე, ბეწვის საფარის გაუარესება, დაუძლურება. ხშირია ლეტალური შედეგი.