კრივე­ლიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრივე­ლიოზი (crivelliosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Crivellia + osis დაავადება) – თხის, ნაკლებად ცხვრის ინვაზიური დაავადება (ენტომოზი). აღმძვრელია კანქვეშა ბორას (ზღმურდლი) – Crivellia silenus-ის ლარვები, რომლებიც პარაზიტობენ კანქვეშა უჯრედისში ზურგისა და წელის მიდამოში.

გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში.

სიმპტომები: ზურგის მიდამოში ფისტულიანი კაფსულებია, საიდანაც ექსუდატი გადმოდის. კაფსულებს შორის ბეწვი შეწეპებულია; ცხოველი დასუსტებული და მოდუნებულია, ცოტას მოძრაობს, ამცირებს საკვების მიღებას, ჩამორჩება ფარას


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები