კრიზისი იდენტურობის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრიზისი, იდენტურობის - (identity crisis), ფსიქოლოგიური დეზორიენტაციის და როლური ცდომილების მდგომარეობა, დაკავშირებული ფსიქოსოციალურ ძვრასთან, რომელიც მიმდინარეობს დროის შედარებით მოკლე პერიოდში. შესაძლოა წარმოიქმნას სიცოცხლის ციკლის გარდამავალ პერიოდებში (მაგალითად, მოზარდობის პერიოდი, დედობის/მამობის პერიოდი, პენსიაზე გასვლა) ან ინსტიტუციონალურ, კულტურულ ან სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებით.