კრიპტოკოკური მენინგიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრიპტოკოკური მენინგიტი - (cryptococcal meningitis), მენინგიტი, გამოწვეული ნიადაგის სოკოთი – Cryptociccus neoformans, რომელიც აივ-ინფიცირებულთა ერთ-ერთი თანმხლები ინფექციაა.
ყველაზე გამოხატული სიმპტომებია: თავის ტკივილი; კისრის კუნთების რიგიდულობა; ცხელება; ფოტოფობია.
დიაგნოზის დასმა ხდება კრიპტოკოკური კულტურის აღმოჩენის, ან ლიქვორში კრიპტოკოკური ანტიგენის მაღალი ტიტრის, ან ტუშით (India ink staining) შეღებვის საფუძველზე. პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მიმართულს Cryptococcus neoformans-ის ზრდის დასათრგუნად.
იხილე აგრეთვე
აივასოცირებული ნეიროფსიქიატრიული აშლილობა