კრომელინკი ფერნან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფერნან კრომელინკი − (ფრანგ. Fernand Crommelynck, 1888-1970), ბელგიელი დრამატურგი. პირველი პიესები „ჩვენ აღარ წავალთ ტყეში“, „ნიღბების მძერწავი“ – დაწერილია სიმბოლიზმის გავლენით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „დიდსულოვანი რქადადგმული ქმარი“. ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სატირულმა გროტესკმა „ოქროჭამია“. მეტ-ნაკლები წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: „მოჩვენებითი საყვარლები“, „სიცხე და სიცივე“, „ქალი პატარა გულით“ (და სხვ.).