კრონა (პიგმენტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრონა (გერმ. krone < ლათ. corona გვირგვინი) – სინთეზური არაორგანული პიგმენტი, რომლის ფერს განსაზღვრავს ქრომოფორმი.

ტყვიის კრონა – კრონა ლიმონის ფერიდან წითლამდე, არის ერთდროულად დალექილი ტყვიის ქრომატი და სულფატი ან ტყვიის ოქსიქრომატი.

ტყვია-მოლიბდენის კრონა – კრონა ნარინჯისფრიდან წითელ ფერამდე, არის ერთდროულად დალექილი ტყვიის ქრომატი და მოლიბდენი ან ტყვიის სულფატი.

სტრონციუმის კრონა – კრონა მოყვითალო ფერის, არის სტრონციუმის ქრომატი.

თუთიის კრონა – კრონა ყვითელი ფერის, არის თუთიის ტეტრაოქსიქრომატის ან თუთიის ტრიოქსიქრომატის ან ერთდროულად დალექილი თუთიისა და კალის ქრომატები. გამოიყენება საღებავების წარმოებაში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები