კრონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრონი – დამატებითი მილისებრი მუხლი სამტუჩიან ჩასაბერ საკრავებში, რომლითაც გრძელდება არხი (დიდდება ჰაერის სვეტი). კრონები ჩვეულებრივ გაღუნულია და ჩაუკეტავი მრუდის ფორმა აქვთ. განარჩევენ სავენტილო კრონებს (ირთვებიან ვენტილების მეშვეობით) — ბგერების სიმაღლის შესაკვლელად, საერთო წყობის კრონებს (უშუალოდ უერთდებიან არხს) - საკრავის ზუსტი აწყობის მიზნით, და ე. წ. ზესადგმელებს (რომლებიც მოთავსებული არიან „სატუჩესა და საკრავის არხის დასაწყისს“ შორის). კრონიგამოვიდა ხმარებიდან XX ს. მეოთხედში.