კრუზენშტერნი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივანე კრუზენშტერნი – (რუს. Ива́н Фёдорович Крузенште́рн, А́дам Ио́ганн фон Кру́зенштерн; გერმ. Adam Johann von Krusenstern; 1770-1846 წ.წ.), რუსი მეზღვაური. დედამიწის ირგვლივი იმოგზაურა 1803-1806 წ.წ. ამ მოგზაურობით კრუზენშტერნმა გაამდიდრა გეოგრაფიული მეცნიერება ახალი მონაცემებით; განსაკუთრებული ყურადღება მიექცა წყნარი ოკეანის კუნძულების, აზიის შორეულ აღმოსავლეთის ნაწილების – კამჩატკის, სახალინისა და კურილის კუნძულების შესწავლას. კრუზენშტერნმა დედამიწის ირგვლივი მოგზაურობა აღწერა თხზულებაში: „დედამიწის ირგვლივ მოგზაურობა 1803-1806 წლებში ხომალდებზე „ნადეჟდა; და „ნევა“-ზე; ნაწ. I-III (პეტერბურგი, 1809-1812 წ.წ.; ატლასით, 1813 წ.).


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები