კრუშონი ფორთოხლით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრუშონი ფორთოხლით
1 ფორთოხლის ქერქი;
1/2 ჭიქა წყალი;
6 ბოთლი თეთრი ღვინო;
1 ბოთლი წითელი ღვინო;
420 გრ შაქარი
თხელი, მჭრელი დანით ფორთოხალს გავაცალოთ ქერქი და ჩავყაროთ ნახევრად წყლით სავსე ჭიქაში. ჭიქას დავაფაროთ ლამბაქი და გავაჩეროთ 5 წუთით. კრუშონის მოსამზადებელ ჭურჭელში ჩავასხათ 6 ბოთლი თეთრი და 1 ბოთლი წითელი ღვინო, დავუმატოთ ფორთოხლის ქერქის ექსტრაქტი და საჭირო რაოდენობის შაქარი. მაგიდასთან მივიტანოთ ცივად.