კრუშონი „ელიზავეტა“
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრუშონი „ელიზავეტა“
2 კგ ატამი;
2 ჭიქა შაქრის ფხვნილი;
2 ლიმონი;
2 ლ წყალი;
1 ჭიქა ლიქიორი (სასურველია გარგარის);
1 ბოთლი შამპანური.
კარგად დამწიფებულ ატამს გავაცალოთ კანი, გავჭრათ 4 ნაწილად და ჩავყაროთ ღრმა ჭურჭელში. შემდეგ დავაყაროთ შაქარი, დავუმატოთ ლიმონის წვენი, დავასხათ წყალი და შევდგათ მაცივარში 1 დღე-ღამის განმავლობაში. მაგიდასთან მიტანის წინ დავასხათ ლიქიორი, შამპანური, ავურიოთ და მივიტანოთ ყინულთან ერთად.