კუერდა სეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუერდა სეკას ფილები, ირანი (XVII ს.)

კუერდა სეკა − (ესპ. cuerda seca მშრალი თოკი < ლათ. chorda მუსიკალური ინსტრუმენტის სიმი) – კერამიკულ ფილებზე ფერადი ჭიქურის დატანით მოზაიკისა და ტიხრული მინანქრის ეფექტის იმიტირების ტექნიკა (მეთოდი). ჩვეულებრივ, გამოწვის დროს კერამიკის ფილაზე დატანილი ფერადი ჭიქურები ერთმანეთს შეერწყმის. კუერდა სეკას მეთოდით კი წყალში ხსნადი ჭიქურები ფილის ზედაპირზე ერთმანეთისგან ცხიმოვანი ნივთიერების თხელი ზოლებით გამოიყოფიან და, შესაბამისად, აკავებენ მათ განსაზღვრულ არეებში. როგორც წესი, ნაკეთობის ზედაპირის თითოეული ფერადი ნაწილის ირგვლივ მუქი ზოლის შესაქმნელად, ცხიმოვან ნივთიერებაში ურევენ შავ პიგმენტს (მაგ., მანგანუმის კარბონატი). ამ მეთოდით ფერადი ფილების დამზადების მეთოდი ცენტრალურ აზიაში გავრცელდა მე-14 საუკუნის მეორე ნახევრიდან. კუერდა სეკას ტექნოლოგიით კერამიკული ფილები დიდი რაოდენობით იწარმოებოდა თემურიდების იმპერიასა (1370-1507 წწ.) და ირანში, სეფიანთა დინასტიის პერიოდში (1502-1736 წწ.) XV საუკუნეში თავრიზელმა სპარსმა მეთუნეებმა კუერდა სეკას ტექნოლოგია თურქეთში შეიტანეს, სადაც მას მე-16 საუკუნის მეორე ნახევრამდე იყენებდნენ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები