კუზნეცოვა ოლგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლგა კუზნეცოვა

ოლგა კუზნეცოვა – (4 ივლისი 1928, თბილისი), საოპერო მომღერალი (სოპრანო). საქართველოს სახალხო არტისტი (1967). 1956 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. თ. სავინოვას კლ.). ამავე წლიდან კუზნიცოვა თბილისის საოპერო თეატრის სოლისტია. შეასრულა სოპრანოს თითქმის ყველა წამყვანი პარტია, მათ შორის საოპერო პრემიერებზე – შორენა (შ. მშველიძის „დიდოსტატის მარჯვენა“), ნინო (დ. თორაძის „ჩრდილოეთის პატარძალი“). გასტროლებს მართავდა სსრკ და საზღვარგარეთის ქვეყნებში. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში (დოცენტი). 2001-დან ს. პეტერბურგში.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები