კუკი ჯეიმზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ კუკი

ჯეიმზ კუკი – (ინგლ. James Cook, 1728–1779 წ.წ.), ბრიტანეთის საზღვაო ოფიცერი, მკვლევარი, კარტოგრაფი და მეზღვაური, სამეფო საზოგადოების წევრი (1776) და სამეფო საზღვაო ფლოტის კაპიტანი.

მან დედამიწის ირგვლივი იმოგზაურა სამჯერ (1768-1771 წ.წ.; 1772-1775 წ.წ. და 1776-1779 წ.წ.). მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ამხანაგობის კუნძულები (ტაიტი), სანდვიჩის (ჰავაი), ახალი კალედონია, ახალი ჰებრიდის და სხვა. დაამტკიცა ახალი ზელანდიის კუნძულოვანი ხასიათი და გამოარკვია, რომ ახალი ზელანდიის ჩრდილო კუნძულს მკვიდრი მცხოვრებნი უწოდებენ „ტე-იკა-მაუი“-ს („ფრინველი-თევზი მაუი“), სამხრეთ კუნძულს კი „ტევახი-პუნამუ“-ს („მწვანე ქვის კუნძული“ ნეფრიტის), ხოლო კუნძულ სტუარტს კი უწოდებენ „რაკიურა“-ს; ინგლისელებმა ჩრდილო კუნძულს უწოდეს ნიუ-ულსტერი და სამხრეთისას კი ნიუ-მუნსტერი. კუკმა გამოიკვლია აგრეთვე ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო. თავისი მესამე: მოგზაურობის დროს კუკი შევიდა აზიასა და ამერიკის შორის მოთავსებულ სრუტეში და უწოდა მას ბერინგის სრუტე. კუკმა საბოლოოდ დაადგინა, რომ არ არსებობს დიდი Australis კონტინენტი, რომელიც თითქოს აღწევდა ს.ს. 40°-მდე; მანვე დაამტკიცა, რომ დედამიწის ზედაპირზე წყლის სივრცე (მსოფლიო ოკეანე) გაცილებით მეტია, ვიდრე ხმელეთი; გარდა ამისა, ჯეიმზ კუკის მოგზაურობის შემდეგ მეცნიერების მტკიცე მონაპოვრად გადაიქცა ცნობები ახალი ტომების შესახებ, ახალი ქვეყნების და ახალ მცენარეთა და ცხოველთა შესახებ. მესამე მოგზაურობის დროს, არქიპელაგ ჰავაის გამოკვლევის დროს, კუკი მოკლულ იქნა ადგილობრივ, მცხოვრებთა მიერ კარაკაკუას ბოღაზში.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები