კუკუმალიე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუკუმალიე − საბავშვო თამაშობა.

მოთამაშეები ერთ ხელმძღვანელს ირჩევდნენ, რომელიც დანიშნულ ადგილას, „ცეცხლთან” დაჯდებოდა. მოთამაშეთა რაოდენობის მიხედვით ერთი ანდა რამდენიმე გამოყოფილი მოთამაშე, მაძებარი, ხელმძღვანელის მუხლზე ანდა კალთაში თვალებს ხუჭავდა, დანარჩენები კი იმალებოდნენ. ხელმძღვანელი იძახოდა: „კუკუ დეჲძახე!”, დამალულები იძახოდა: „კუკუ!”. ხელმძღვანელი თვალდახუჭულებს უშვებდა. ისინი თვალებს ახელდნენ და დამალულების საძებრად გარბოდნენ. ხელმძღვანელი იძახოდა: „ჩემო ქორო, ჩემთან მოდი, მაძებარი გვეძებს!”. თუ რომელიმე დამალული მაძებარს ცეცხლთან მირბენას მიასწრებდა და ცეცხლს ხელს დაჰკრავდა, მაშინ იგი გამარჯვებული გამოდიოდა და ხელმეორედ აღარ იმალებოდა, ხოლო დამარცხებულები ხელმეორედ იმალებოდნენ.


ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები