კულაუ ფრიდრიხ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფრიდრიხ კულაუ – (11. IX. 1786, ილცენი, განოვერს ახლოს – 12. III. 1832, ლინგბიუ, კოპენჰაგენის ახლოს], გერმანული წარმოშობის დანიელი კომპოზიტორი. ავტორია ოპერების, სონატების, რომანსების, სიმფონიური ნაწარმოებების, სიმღერებისა და სხვ. დღესაც არ დაუკარგავს თავის მნიშვნელობა მის საფორტეპიანო სონატებსა და სონატინებს, რომლებიც სავალდებულო რეპერტუარია ნორჩი პიანისტებისათვის.