კუროს თავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუროს თავი – (Tribulus terrestris L.); ოჯახი: ორყურასებრნი (Zygophyllaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გაფარჩხული ბეწვით მოფენილი. ღერო გართხმულია, დატოტვილი, სიგრძით – 10-60 სმ. ფოთლები წყვილფრთისებურია, შედგება 6-7 წყვილი ფოთოლაკისაგან. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება გზის პირა მიდამოებში, ქვიან და ნაგვიან ადგილებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ კაჭრეთისა და ქალაქ წნორის მიდამოებში. საქართველოში ცნობილია აფხაზეთსა და ქართლში.