კურუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურუთი დაავადებული ბავშვი

კურუ - (kuru) ცნს-ის გადამდები, პროგრესირებადი დეგენერაციული დაავადება, აზიანებს უპირატესად ბაზალურ განგლიებსა და ნათხემს, გამოვლინდება უხეში ატაქსიით, ათეტოზით, ტრემორით, დიზართრიით და რიგიდულობით.

ფსიქიკური სიმპტომებია:

  • ემოციური ლაბილობა;
  • ფსიქომოტორული შეკავება;
  • სწრაფად პროგრესირებადი დემენცია.

გარდაუვალია ფატალური გამოსავალი დაავადების დაწყებიდან 6-9 თვეში. გამომწვევი – Gajduseck-ის მიერ აღმოჩენილი ატიპიური „ნელი“ ვირუსი, საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით, ძალზე ახლოს დგას ვირუსთან, რომელიც, სავარაუდოდ, იწვევს კრეიტცფელდტ-იაკობის დაავადებას და, შეიძლება, სკრეპს.

გავრცელებულია მხოლოდ ახალ გვინეაში და სავარაუდოდ გადაეცემა რიტუალური კანიბალიზმის გზით, გარდაცვლილი ოჯახის წევრის შეჭმის გამო. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

ეს დაავადება ოფიციალურად აღარ დაფიქსირებულა 1950 წლიდან, მას შემდეგ, რაც ეს რიტუალი აიკრძალა. 1970 წელს მაიმუნებზე კურუს ტრანსმისია პრიონული დაავადებების ინფექციური ბუნების პირველი ექსპერიმენტული დასაბუთება იყო.



იხილე აგრეთვე

ენცეფალოპათია, სპონგიოფორმული.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები