კურცხანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა კურცხანისწყალი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კურცხანა

კურცხანა, კურცხანისწყალი, პანტოვნისხევიმდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.

ძველად მჭიდროდ დასახლებული ხეობა ყოფილა. როგორც ფიქრობენ, აქ 15-მდე დასახლებული პუნქტი მაინც უნდა ყოფილიყო. ხეობაში მრავალი ნამოსახლარია, რომლებსაც „ალმაისურს“ უწოდებენ. XVIII საუკუნის დასაწაყისში იგი უკვე დაცლილი უნდა ყოფილიყო. დღეს მთლიანად დაუსახლებელია. ადგილობრივების ცნობით, სახელი მეგრელ მეჯოგეებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომლებსაც აქაურ საძოვრებზე გადმოჰყავდათ საქონელი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები