კუსირეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუსირეთი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ხეთაგუროვის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 2 კმ.

აქ შემორჩენილია ერთნავიანი ეკლესია, რომელიც ადრეფეოდალურ ხანას (VIII-IX. ს.ს.) განეკუთვნება. კუსირეთის ეკლესია არქიტექტურული სტილით ფშავის არაგვის ხეობაში არსებულ თვალივის ეკლესიას მოგვაგონებს და ქრონოლოგიურადაც თანხვდება მას.

სახელწოდბა

სოფლის სახელად კუსირეთი წყაროებში XVI-XVII საუკუნეებიდან არის ცნობილი. ვახუშტი მას მოიხსენიებს „დიდი ლიახვით მრწყველი სოფლების“ გვერდით, ქ. ცხილვანსა და ტბეთს შორის. ასევეა მოხსენიებული ეს სოფელი XVIII საუკ. ეკონოკურ ძეგლებში. („ჩვენმან ჴელმწიფემ მეფემ ერეკლემ მიბოძა ხვითი და კუსირეთი“) და იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“.

ხალხური გადმოცემით სოფელს კუსირეთი იმის გამო შერქმევია, რომ მის მიდამოებში ძალზე ბევრი ყოფილა კუ, აგრეთვე წვრილი ფრინველი სირი (ერთგვარი ჩიტია).

ჩვენი ვარაუდით კუსირეთ-ი ანთროპონიმული წარმოშობის სახელია; ამოსავალი ჩანს კუსრა საკუთარი სახელი, რაც გვარშიც (კუსრაშვილი) შემოგვრჩენია. ფუძეში -ი- ხმოვნის ჩართვა სიტყვის გადააზრიანების შედეგად უნდა მივიჩნიოთ. კუსირეთი, მაშასადამე, ნიშნავს: „კუსრაშვილების სოფელი“, „სოფელი, რომელშიც პირველად კუსრაშვილებს უცხოვრიათ", „კუსრაშვილების უბანი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები