კუშინგოიდური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლიზმით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კუშინგოიდური სინდრომი გამოწვეული ალკოჰოლიზმით - (E24,4), (pseudo-cushing syndrome, alchohol-induced) – ალკოჰოლით გამოწვეული ენდოკრინული დარღვევები რომლის დროსაც ადგილი აქვს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტეროიდების დიდი რაოდენობით გამოყოფას.
დარღვევები ვლინდება სახის შეშუპებითა და გაწითლებით (კუშინგის სინდრომის მსგავსად), სიმსუქნითა და ჰიპერტენზიით, მაგრამ, კუშინგის სინდრომისაგან განსხვავებით, დექსამეტაზონის შეყვანის შემთხვევაში ხდება კორტიზონის დონის უფრო სწრაფი დაწევა, აგრეთვე, ბიოქმიური გადახრების ნორმალიზება, ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხევაში.