ლაბილ-ჟიარი ადელაიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადელაიდ ლაბილ-ჟიარი. ავტოპორტრეტი ორ მოწაფესთან ერთად, 1785; ტილო, ზეთი, 2.11X1.51 მ. მეტროპოლიტენ მუზეუმი, ნიუ-იორკი

ადელაიდ ლაბილ-ჟიარი – (Adélaïde Labille-Guiard, 1749-1803), რომლის შემოქმედებაც აგრეთვე ასახავდა იმ პერიოდის რევოლუციურ სულისკვეთებას, მხატვარი ქალების უფლებებს იცავდა. იგი ფერწერისა და ქანდაკების საფრანგეთის სამეფო აკადემიაში ვიჟე-ლებრენთან ერთად აირჩიეს 1785 წლის სალონში წარდგენილი სურათისთვის ავტოპორტრეტი ორ მოწაფესთან ერთად . სურათი თავისებური პასუხი იყო იმ გავრცელებულ ჭორზე, თითქოს ვიჟე-ლებრენის ნამუშევრები სინამდვილეში მამაკაცის მიერ იყო დახატული. ამ დიდი ზომის ტილოზე წარმოდგენილი ერთადერთი მამაკაცის გამოსახულება, როგორც მხატვრის შთაგონების წყარო, მოლბერტის გვერდით მდგარი ლაბილ-ჟიარის მამის ბიუსტია. მხატვარმა მახვილგონივრულად ჩაანაცვლა როლები, რადგან მუზის ფუნქცია, ჩვეულებრივ, ქალებისთვის იყო განკუთვნილი. გარდა იმისა, რომ სურათზე მხატვარი ძალიან მომხიბლავად გამოიყურება, იგი, ასევე გამოხატავს საკუთარ თავს, როგორც ანგარიშგასაწევ, ძლიერ ქალს, რომლის მზერაც თამამად უპირისპირდება მნახველს და რომლის მოსწავლეები სერიოზულად და აზრიანად უდგებიან სწავლას. საფრანგეთის რევოლუციის მომდევნო წელს ლაბილ-ჟიარმა თხოვნით მიმართა ფერწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიას, რათა მოხსნილიყო შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ოთხი ქალის წევრობას ითვალისწინებდა. რეფორმა მოგვიანებით რევოლუციურმა მთავრობამ გააუქმა, მაშინ, როდესაც ის მეტად ავტორიტარული გახდა.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები