ლადო ალექსი-მესხიშვილის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის ქუჩა - ქუჩა თბილისში, გლდანი-ნაძალადეეის რაიონი (ლოტკინი). ლიკანის ქუჩიდან ლოტკინის ხევამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ლოტკის ქუჩა. ასევეა დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე. თბილისის ქუჩების 1940 წ. ცნობარში კი შეტანილია ლოტკინის ქუჩის სახელწოდებით. 1996 წელს ვ. შ. ალექსი-შესხიშვილის სახელი ეწოდა. აქვს I გასასვლელი 2 შესახვევი.