ლადო ასათიანის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლადო ასათიანის ქუჩა − ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში, სოლოლაკის უბანი.

პურის მოედნიდან კოჯრის ქუჩამდე. ფეოდალურ პერიოდში აქაური მიწების დიდი ნაწილი ბებუთაშვილების გვარს ეკუთვნოდა. XVII ს-ში ქუჩის დასაწყისში იდგა ბებუთაშვილების სასახლე, რომელსაც სხვადასხვა ნაგებობითა და ეზო-ბაღით საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეჭირა. ამ ტერიტორიაზე ყოფილა პატარა აუზი მარ– მარილოს ლომებით და, აგრეთვე, ქვის აუზი, რომლებშიც. წყალი სოლოლაკის მთიდან მოდიოდა მილებით. ქუჩას ადრე კოჯრის აღმართი ერქვა, შემდეგ – კოჯრის ქუჩა, 1841 წ. თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ბაღის ქუჩა. 1843 წ. სიაში შეტანილია ვ. ბებუთოვის სახელით. 1922 – ფ. ენგელსის, 1991 ლ. ასათიანის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის XIX ს. დასასრულის და XX ს. დასაწყისის შენობები, მათ შორის №28 – ახლანდ. მეექვსე საავტორო სკოლა შენობა (1903, ინჟ. როტინოვი), №18 – არქიტ. კ. ტატიშჩევის საკუთარი სახლი (1897).

წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები