ლავსანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლავსანი – პოლიეთილენტერეფთალატისგან მიღებული სინთეზური ჰეტეროჯაჭვური ბოჭკო. ვისკოზასაგან განსხვავებით ის მთლიანად სინთეზური ნივთიერებაა, რომელიც მიიღება ნავთობის გადამუშავების პროდუქტებიდან (მაგ., ქსილოლი ან ტოლუოლი). პირველად მიღებული იქნა ინგლისში XX საუკუნის 40-იან წლებში. ლავსანის ძაფი მიიღება თხევადი პოლიმერული მასის დაწნევით წვრილნახვრეტებიან საცერში (ფილერში), რომელთა გასუფთავებისა და გადამუშავების შემდეგ იღებენ ლავსანის ბოჭკოს. ქიმიური ფორმულა – (C10H8O4)n; სიმკვრივე მყარ მდგომარეობაში – 1380 კგ/მ3, ამორფულში – 1370 კგ/მ3; დნობის ტემპერატურა – 250-260°C. ლავსანის სინონიმებია: ტერილენი (ინგლისი), დაკრონი (აშშ), ტრევირა, ლანონი, ტეკადური (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), ტერგალი (საფრანგეთის რესპუბლიკა), ტეტერონი, მაილარი (ესპანეთის სამეფო), ტეტორონი, პოლიესთერი (იაპონია) და სხვ. ლავსანის გამოიყენების სფეროებია: ქიმიური ბოჭკო საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ჭურჭელი კვების თხევადი პროდუქტებისათვის, საავტომობილო საბურავების დაარმირება, ინფორმაციის მატარებლები (მოქნილი დისკები, მაგნიტური ლენტები, ფოტო-, კინო- და რენტგენის ფირები და სხვ.), მშენებლობა და სოფლის მეურნეობა (მზის სხივებისათვის გამჭვირვალე ფურცლები, დეკორატიული, თბოსაიზოლაციო, სხივამრეკლი, არქიტექტურულ-სამშენებლო მასალები) და სხვ. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლავსანისაგან დამზადებული ნაკეთობები ექვემდებარება მექანიკურ და ქიმიურ უტილიზაციას.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები