ლაზვიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაზვიანი – სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემი), ბაზალეთის ტბის აღმოსავლეთით, მდინარე საკრამულისხევზე. ზღვის დონიდან 900 მ, დუშეთიდან 9 კმ.
1926 წლის აღწერის მასალების მიხედვით სოფ. ნათობიანში 36 კომლს უცხოვრია (კაცი-99, ქალი 83 - 171 სული). ძირითადი გვარი ლაზვიაშვილი ყოფილა, საიდანაც წარმომდგარა სოფლის სახელი ლაზვიანი, თუმცა აქაურ მოსახლეობას მშობლიური სოფლის ძველი, ისტორიული სახელწოდება – ნათობიანი ასევე უცვლელად შემოუნახავს.