ლაიფციგის ბრძოლა 1813
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაიფციგის ბრძოლა 1813 - 16–19 ოქტომბერს რუსეთის, პრუსიის, ავსტრიისა და შვედეთის ომის დროს მომხდარი გადამწყვეტი ბრძოლა ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ.
მოკავშირეთა ჯარებმა (დაახლოებით 300 ათ.კაცი, 1385 ქვემეხი) დაამარცხეს ნაპოლეონის არმია (დაახლოებით 200 ათ. კაცი, 700 ქვემეხი).
ფრანგებმა დაკარგეს 80 ათ-მდე კაცი და თითქმის მთელი არტილერია, მოკავშირეებმა – 54 ათ. კაცი. ლაიფციგის ბრძოლამ დააჩქარა ნაპოლეონის დამხობა.