ლაკოილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაკოილი −(ლათ. lacca ლიქენი და oleum ზეთი), პიროლიზის პროდუქტების ფრაქცია, გამოყოფილი გუდრონიდან არომატული ნახშირწყალბადების გასუფთავებისას გოგირდმჟავათი. გამოიყენება ხელოვნური ოლიფისა და ელექტროსაიზოლაციო საფარვლის დამზადებისას. მისი მნიშვნელოვანი თვისებაა – აფსკის სწრაფი გაშრობა.