ლალო ედუარ ვიქტორ ანტუანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ედუარ ვიქტორ ანტუან ლალო – (27. იანვარი 1823, ლილი, – 22. აპრილი 1892, პარიზი), ფრანგი კომპოზიტორი (წარმოშობით ესპანელი) ფ. ჰაბენეკის (ვიოლინო) და ი. შულგოფის (კომპოზიცია) მოწაფე. XIX ს. მეორე ნახევრის ფრანგული ინსტრუმენტული მუსიკის თვალსაჩინო ოსტატი. ლალომ შექმნა კონცერტის ახალი ტიპი –„კონცერტი სიუიტა“, რომლის შესანიშნავი ნიმუშია განთქმული „ესპანური სიმფონია“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის (1875) და სხვ., ცნობილია აგრეთვე მისი სავიოლონჩელო კონცერტი (1877). ავტორია ოპერის, ბალეტის, 3 სიმფონიისა და სხვ. ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ესპანურ ფოლკლორს, რაც შემდგომ დამახასიათებელი გახდა მრავალი ფრანგი კომპოზიტორისათვის.