ლამი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლამი – წვრილმარცვლოვანი რბილი მთის ქანი, შედგენილი ძალიან წვრილი ფრაქციის მინერალური და ორგანული ნივთიერებების ნარევისაგან, რომელიც დალექილია წყალსატევებისა და წყალსაცავების ფსკერზე. ლამი ბუნებრივ პირობებში ბლანტი, დენადი მასალაა, მშრალ მდგომარეობაში კი – მყარი. ხშირად ლამი გაჯერებულია ვულკანური ფერფლით (ვულკანური ლამი) ან ორგანული ნივთიერებებით (საპროპელი). გამოიყენება მშენებლობაში (სარდაფების, ტერიტორიის მოსაზვინად), სოფლის მეურნეობაში (სასუქი) და სხვ.