ლამინირებული ფანერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ლამინირებული ფანერა – ფანერა ლამონირებული ზედაპირით, რომელიც მზადდება ხის სქელი შპონების (0,35-4 მმ) ფურცლების შეწებებით ჩვეულებრივი ფანერის ანალოგიურად. გამოირჩევა მაღალი სიმტკიცითა და ფორმის სტაბილურობით. აკეთებენ 3 ან 5 ფენიანს წყალმედეგი წებოების გამოყენებით. მცირე წონა, მაღალი მდგრადობა ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ, შესანიშნავი ფაქტურა, დაბალი ფასი – ეს ის თვისებებია, რომელიც ლამინირებულ ფანერს ხდის ძალზე პოპულარულს სამშენებლო საქმეში. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ამ ფანერზე ყალიბების დასამზადებლად, რომლებსაც იყენებენ სამოქალაქო თუ სამრეწველო დანიშნულების ორიგინალური ნაგებობების მშენებლობისათვის. ეს ყალიბები თავისი სიმსუბუქით, მოხერხებულობით, მრავალჯერადი გამოყენებადობით, ზედაპირის თვისებებით, ფასით, ხელმისაწვდომობით გაცილებით მიმზიდველი მასალაა, ვიდრე ლითონი, ფიცარი ან პლასტმასი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები