ლანდაუ ლევ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევ ლანდაუ

ლევ ლანდაუ – (რუს. Ландау, Лев Давидович, 1908 - 1968). — რუსი ფიზიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

დაიბადა ბაქოში, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიზიკოსი-თეორეტიკოსია. 1929-30 წლებში მუშაობდა კოპენჰაგენში ნილს ბორის ხელმძღვანელობით. 1932 წლიდან 1937 წლამდე იყო ხარკოვის ფიზიკო-ტექნიკური ინსტიტუტის თეორიული განყოფილების გამგე. 1937 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის თეორიულ განყოფილებას. იყო აგრეთვე მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.

ლანდაუს შრომები მოიცავს თანამედროვე ფიზიკის თითქმის ყველა დარგს – ისინი ეხება მყარი ტანის თეორიას, ატომის ბირთვის თეორიას, კვანტურ ელექტროდინამიკას, სითხეების კვანტურ თეორიას, ელემენტარული ნაწილაკების თეორიას, ველისა და კოსმოსური სხივების კვანტურ თეორიას. დაამუშავა ფაზური გარდაქმნების თერმოდინამიკური თეორია, მოგვცა ჰელიუმ II-ის ზედენადობის თეორია და იწინასწარმეტყველა ბგერის გავრცელების ორი სიჩქარის არსებობა თხევად ჰელიუმში.

სუსტი ურთიერთქმედების დროს ადგილი არა აქვს ლუწობის შენახვას, ამის აღმოჩენასთან დაკავშირებით, წამოაყენა ე. წ. კომბინირებული ინვერსიისა და ორკომპონენტიანი ნეიტრინოს კონცეფცია.

თეორიულ ფიზიკაში ნაშრომთა ჯგუფისათვის, განსაკუთრებით კი სითხეების კვანტური თეორიის განვითარებისათვის 1962 წელს მიენიჭა ნობელის პრემია. ამავე წელს უბედური შემთხვევის გამო იგი მიეჯაჭვა ლოგინს და 6 წლის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა (სამჯერადი კლინიკური სიკვდილი).


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები