ლანდოვსკა ვანდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვანდა ლანდოვსკა – (5 ივლისი 1877, ვარშავა, – 6 აგვისტო 1959, ლაიკვილი, აშშ), პოლონელი კლავესინისტი და პიანისტი. 1900-13 ასწავლიდა პარიზის „სხოლა კანტორუმში.“ მის სახელთან არის დაკავშირებული საკლავესინო მუსიკის აღორძინება, რასაც ხელს უწყობდა მისი გასტროლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1925 პარიზის მახლობლად დააარსა ძველებური მუსიკის სკოლა. 1941-იდან ცხოვრობდა აშშ-ში. ავტორია მუს. ნაწარმოებებისა და სამუსიკისმცოდნეო შრომებისა.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები