ლარვა მიგრანს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლარვა მიგრანს (larva migrans; ლათ. larva + მიგრაცია) – მოვლენა, რომელსაც იწვევენ Ascardata-ს ქვერაზმის ნემატოდების ლარვები არასპეციფიკური მასპინძლის (ადამიანი, ცხოველი) შინაგან ორგანოებში პარაზიტობის დროს.
ადამიანის ორგანიზმში ლარვა მიგრანს იწვევენ Toxocara canis-ისა და Lagoschiascaris minor-ის ლარვები. უპირატესად ავადდებიან ბავშვები თავის ტვინის, თვალების, ღვიძლის, ფილტვების და სხვა ორგანოების დაზიანების მოვლენებით.
ლარვა მიგრანს აღენიშნებათ ცხოველებსაც, მაგ. ღორს, მის ორგანიზმში Tox.canis-ისა Tox.catis-ის ლარვების მიგრაციის შედეგად.