ლარნაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლარნაკი - წმინდანთა ნაწილების დასაცავი ურნა, ვაზა, ყუთი. ილარიონ ქართველის გარდაცვალების შემდგომ „შემსგავსებულნი გალობითი დაკრძალეს ხორცნი იგი მოღვაწისანი, ხოლო საღმრთონი იგი ნაწილნი წმიდისა ილარიონისნი, საღმრთოდ შებურნეს და პატიოსნად დაკრძალეს ლარნაკსა შინა ქვისასა და დადგეს ეგუტერს შინა საყოფელსა მისსა“. თავად ილარიონმა დავით გარეჯელის წმინდა ნაწილებისათვის „შეჰქმნა ლარნაკი მშვენიერი, რომელსა შინა აწ მდებარენი არიან პატიოსანნი ნაწილნი წმიდისა მამისა დავითისნი“, სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში ბასილი ამბობს: „მოვიწიე ზედა წმიდისა სამარხვოსა მისს და ვიხილე საფლავი მისი ადგილსა ფარულსა, რომელსა ყოველნი უძლურნი მოიღებდეს დღითი-დღე კურნებასა, ამისთვისცა ბრძანებითა უფალთაითა ხელ ვყავ შევმზადე ლარნაკი ქვისაი და აღვაღე საფლავსა მისსა და დავსხენ წმინდა ნაწილები ლარნაკსა შინა ახალსა და აღვმართეთ მას ზედა ჯვარი“. სამივე შემთხვევა ადასტურებს, რომ ლარნაკი არის მიცვალებულის წმინდა ნაწილების დასაცავი ყუთი, ურნა, ვაზა, რომელიც კეთდებოდა ქვისაგან, ხისაგან, ძვირფასი მეტალისგან, იდგმებოდა საფლავზე, ეკვდერში ეკლესიაში და წარმოადგენდა მორწმუნეთა სათაყვანებელ ობიექტს. მოგვიანებით, ლუსკუმისა და ლარნაკის მიბაძვითაა წარმოშობილი საფლავის ლოდის, როგორც ლუსკუმის განსახიერების და მასზე აღმართული მატურის - როგორც ლარნაკის იდენტიფიკაციის წესი, რამაც მოგვცა კომბინირებული საფალვის ძეგლი.



წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები