ლასო ორლანდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ორლანდო ლასო – (ნამდვილი სახელი და გვარი როლან დე ლასიუ. Roland de Lassus), (დაახლ. 1532, მონსი, 14. VI. 1594, მიუნხენი) ნიდერლანდელი კომპოზიტორი, ნიდერლანდული სკოლის უდიდესი წარმომადგენელი, პოლიფონიის დიდოსტატი. ბავშვობაში მღეროდა ქ. მონსის საეკლსზიო გუნდში. ბევრს მოგზაურობდა. 1556-იდან ცხოვრობდა მიუნხენში. აქ მღეროდა სასახლის კარის კაპელაში (1563- 94 ხე-ლი). ლასოს მუსიკალურ სამყაროში ერთმანეთს ენაცვლება ღრმა, ფილოსოფიური აზროვნება და ჟანრულ-ყოფითი ხასიათის სცენები, დრამატული ფურცლები და ნატიფი სულიერი ლირიკა, სევდიანი განწყობა და იუმორი. საკულტო ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მოტეტები (1200-ზე მეტი), საერო ნაწარმოებთაგან განთქმული სიმღერა „ექო.“ ლასომ შექმნა თავისი სკოლა.