ლატენსიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლატენსიფიკაცია - ფოტოგრაფიული მასალების შუქმგრძნობიარობის მიმატების (გაძლიერების) საშუალება. ლატენსიფიკაციას აწარმოებენ ექსპონირების შემდეგ-გამჟღავნებამდე, ფარული გამოსახულების ვერცხლისწყლის ორთქლით, წყალბადის ზეჟანგით ან ორგანული მჟავებით დამუშავების გზით. ლატენსიფიკაცია შეიძლება მოხდეს ფარული გამოსახულების ხანგრძლივი, ამავე დროს ძალზე სუსტი და თანაბარი გაშუქებით.