ლატერალური თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლატერალური თანხმოვნები – (ლათ. larynx), გვერდითი თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმის დროს კბილებსა თუ სასას მიბჯენილი ენა ჰაერნაკადს გასასვლელს უტოვებს ერთ-ერთი ან ორივე ლოყის გასწვრივ. იმის მიხედვით, ცალ მხარეს რჩება ჰაერნაკადის გასასვლელი, თუ ორივე მხარეს, გაირჩევა თანხმოვნის ცალგვერდითი, მონოლატერალური და ორგვერდითი, ბილატერალური სახესხვაობები. ქართულში გვხვდება ლატერალური თანხმოვნების ორივე სახესხვაობა. მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვებს არ განასხვავებს.

ზ. ჯაფარიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები