ლაფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pterocarya pterocarpa Kunth

ლაფანი - (Pterocarya pterocarpa Kunth ex I. Iljinsk); ოჯახი: კაკლისებრნი (Juglandaceae). 10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მოთეთრო ქერქით. ფოთოლს აქვს მრავალი წყვილი ხერხკბილა ფოთოლაკი. მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებურია, ქვედა მხარეზე ძარღვების კუთხეში თეთრი ბეწვებით. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. ყვ. ნაყ. III-IV. იზრდება მთის ქვედა სარტყლის ტენიან ტყეებში, მდინარეთა და მათი შენაკადების ნაპირებზე ერთეული ეგზემპლარების სახით ან მცირე კორომებად. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდ. ალაზნის ჭალაში. ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში. მცენარე შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ლაფანი მშენებლობაში პრაქტიკულად არ გამოიყენება



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები