ლაღი (ეპითეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლაღი – „თავისუფალი“, „თამამი“, „გამბედავი“ ღვთისშვილების ეპითეტია. ამით მინიშნებულია მათი ზებუნებრივი ფიზიკური და სულიერი თვისებები, როგორც მეომრებისა ბოროტი ძალების წინააღმდეგ. როცა „ლაღი“ მიეწერება მტერს და ბოროტებას, იგი უარყოფით მნიშვნელობას იძენს: „ლაღი მტერი“ (გათამამებული მტერი), „ლაღი სიკვდილი“ (სასტიკი, დაურიდებელი სიკვდილი).