ლაცაბიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ალექსანდრე

ალექსანდრე ლაცაბიძე – (Alexandre Latsaabidze), ქართველი დიპლომატი, 02/2012-09/2012 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკაში და პარაგვაის რესპუბლიკაში, 2012-2017 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კანადაში და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

დაიბადა 14 ივნისი, 1974 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1996 – დაამთავრა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის, აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
1996-1999 – სწავლობდა აკადემიკოს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში;
1994 – სწავლობდა კანადის ქალაქ კინგსტონის, უნივერსტეტში (Queens University);
1996 – სწავლობდა ქ. ისპაჰანის საეთაშორისო უნივერსიტეტში (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
1997-1998 – სწავლობდა ქ. ყაზვინის საერთაშორისო უნივერსიტეტებში (ირანის ისლამური რესპუბლიკა);
2003-2004 იაპონიის ქ. ოსაკაში, იაპონური ენის ინსტიტუტიში (Japan Foundation) გაიარა უცხოელი დიპლომატებისთვის, იაპონური ენის შემსწავლელი სპეციალური კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი;
1999 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საკონსულო დეპარტამენტის მეორე მდივანი;
1999-2002 – ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს კონსული;
2002-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი;
2004-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი;
2006-2011 – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს კონსული;
2011-2012 – კანადაში საქართველოს საელჩოს და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) უფროსი მრჩეველი;
2017-დან – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ლექტორი;
2019-დან – საქართველოს უნივერსიტეტი, ლექტორი.

ფლობს: ინგლისურ, სპარსულ, იაპონურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები