ლებანიძე ტარიელ
ტარიელ ლებანიძე – (Tariel Lebanidze), ქართველი დიპლომატი, 1999-2004 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2009-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და ალბანეთის რესპუბლიკაში.
დაიბადა 25 ივლისი, 1954 წელი, ქ. სოხუმი, საქართველო.
განათლება:
1971-1976 – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი;
ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
სამუშაო გამოცდილება:
2012-2015 – მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა;
2006-2009 – თურქეთის დეპარტამენტის დირექტორი – საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი;
2005-2006 – უფროსი მრჩეველი – საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაცია;
2004-2005 – მდივნის მოადგილე – საქართველოს უშიშროების საბჭო;
1998 – საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე – საქართველოს პრეზიდენტის კანცელარია;
1997-1998 – ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
1992-1994 – გენერალური წარმომადგენელი ქ. სტამბულში – საქართველოს ავიახაზები „ორბი“;
1991-1992 – გენერალური დირექტორი – გაერთიანება „სერვისი“;
1984-1991 – თურქული ენის უფროსი თარჯიმანი – წყალბადის ზეჟანგის ქარხნის მშენებლობა ქ. ბანდირმა;
1979-1984 – კომკავშირულ, პარტიულ სამუშაოზე;
1976-1979 – თურქული ენის თარჯიმანი – ალუმინის კომბინატის მშენებლობა ქ. სეიდიშეჰირი.
ფლობს: თურქულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.
მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი