ლებედევი პეტრე (ფიზიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პეტრე ლებედევი

პეტრე ლებედევი – (რუს. Пётр Никола́евич Ле́бедев 1866 - 1912), გამოჩენილი რუსი ფიზიკოსი

პეტრე ნიკოლოზის ძე ლებედევი დაიბადა მოსკოვში ვაჭრის ოჯახში. 1884 წელს დაამთავრა რეალური სასწავლებელი და შევიდა მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, მალე გადაწყვიტა ფიზიკოსი გამხდარიყო, მაგრამ რეალური სასწავლებელი გიმნაზიის დიპლომს და რუსულ უნივერსიტეტში მოხვედრის უფლებას არ აძლევდა. ამან აიძულა გამგზავრებულიყო გერმანიაში, სადაც დაიწყო მუშაობა სტრასბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტების ფიზიკურ ლაბორატორიებში. აქ იგი დამოუკიდებლად მუშაობდა თავის არჩეულ თემაზე და 1891 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი ელექტრობაში. 1891 წელს, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაიწყო მუშაობა ა. გ. სტოლეტოვის ასისტენტად მოსკოვის უნივერსიტეტში, რომლის პროფესორადაც არჩეულ იქნა 1900 წელს.

უნივერსიტეტში ატარებდა ყველა თავის ძირითად გამოკვლევებს. აქ მან, რუსეთში პირველმა, შექმნა რუსი ფიზიკოსების დიდი კოლექტივი, რომელიც ერთიანი გეგმით მუშაობდა.

ლებედევის ნაყოფიერი შემოქმედება მოსკოვის უნივერსიტეტის კედლებში გრძელდებოდა 1911 წლამდე, ვიდრე სხვა პროგრესულ მეცნიერთან ერთად არ დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციული მოქმედების პროტესტის ნიშნად.

ლებედევის ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერულ მიღწევად ითვლება სინათლის წნევის თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევა მან პირველმა აჩვენა, რომ ორ ნებისმიერ სხეულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს სხივური უკუგდების. ძალა, რომელიც წარმოიშობა სინათლის წნევის შედეგად და რომ ეს ძალა კონკურენციას უწევს ნიუტონის მიზიდულობის ძალას, სხივური უკუგდების ძალის სიდიდე დამოკიდებულია სხეულთა ბუნებაზე, ტემპერატურაზე და მცირე ზომების დროს მიზიდვის ძალაზე გაცილებით დიდი შეიძლება იყოს.

ლებედევი ფართოდ აღიარეს, როგორც დედამიწის მაგნეტიზმის მკვლევარი.

ლებედევმა მყარი ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა სინათლის ელექტრომაგნიტური თეორიის განვითარებას. ლებედევის მეცნიერული იდეები მის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შრომებში დამუშავდა. ლებედევის დამსახურების აღსანიშნავად სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები