ლევანი (იმერეთის მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევანი – იმერეთის მეფე 1583-1590 წლებში. (დათარიღება: მ. სურგულაძე, მ. ქავთარია - 1585-1590; მ. რეხვიაშვილი - 1586-1590; პირთა ანოტაციური ლექსიკონი - 1581-1591). გიორგი II-ის ძე.

მეფის მცირეწლოვნებით უნდოდა ესარგებლა ბიძამისს - კონსტანტინეს, რომელსაც იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა. მან დაიპყრო არგვეთი, ციხეებო სკანდა და კიცხი. ლევანმა ბიძამისის წინააღმდეგ კავშირი შეკრა მამია IV დადიანთან (1582-1590). სიმამრის დახმარებით, მომდევნო წელს, მან დაამარცხა კონსტანტინე, რომელიც საუფლისწულოს დასჯერდა,

ის თანხმობა, რომელიც იმერეთის სამეფოში გიორგი II-ის დროს ჩამოვარდა, სრულიად დაირღვა. დადიანისა და გურიელის მტრობა დღითიდღე მწვავდებოდა. გაძლიერებული თავადები სამეფო ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა შექმნილი ვითარების გამოყენებას და იმერეთის ქართლთან შეერთებას. იმერეთის თავადებმა არ მიიღეს მონაწილეობა გოფანთოსთან ბრძოლაში (1588), სადაც ლევანს გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიმონ მეფესთან და მათ მხარდაჭერას თხოულობდა. ამ ბრძოლაში სიმონმა, რომელსაც ზემო იმერეთის თავადები ეხმარებოდნენ გიმარჯვა, დაიკავა ქუთაისი და იქ თავისი მოხელეები განაწესა, თუმცა მალე უკან დაბრუნდა, რადგან ქართლში ოსმალთა თარეშისა ეშინოდა. ამით ისარგებლა ლეჩხუმში გახიზნულმა ლევანმა და თავისი მომხრე თავადების დახმარებით ტახტი დაიბრუნა.

სამეფოში სიტუაცია კრიზისული იყო. მეფისა და დადიანის საომარი დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. ლევანი ვერ ურიგდებოდა დადიანის სიძლიერეს და თან შურისძიება სწყუროდა გოფანთოსთან ბრძოლაში ღალატისათვის. დადიანმა დაასწრო, ილაშქრა ქუთაისში, ლევანი შეიპყრო და შხეფის (ახლა სენაკის რაიონი) ციხეში გამოკეტა, სადაც მალე გარდაიცვალა


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები