ლევიტელნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევიტელნი - იაკობის ვაჟის, ლევის შთამომავალნი, ისრაელის თორმეტთაგან ერთ-ერთი ტომი, რომელსაც ებრაელთ მისცა მოსე და არონი, მიიღო საგანგებო უფლება მღვდელმსახურებისა.
ებრაელებთან ღვთისმსახურნი იყოფოდნენ სამ ხარისხად: მღვდელმთავრები, მღვდელნი და ლევიტელნი. ლევიტელებს ეკუთვნოდათ უმდაბლესი როლი ღვთისმსახურებაში. ზოგი მათგანი აღთქმის კიდობანსა და ტაძარს ემსახურებოდა, ზოგი მგალობელი იყო, სხვანი - წიგნის მკითხველნი და მოსამართლენი. მათი შემოსავალი იყო "ათეული" (მეათედი) და სხვა შესაწირავი მრევლისა, ლევიტელთა ინსტიტუტი ქრისტიანობის დამყარებამდე არსებობდა.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი