ლეთარგიული ენცეფალიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეთარგიული ენცეფალიტი - ეპიდემიური ლეთარგიული ენცეფალიტის (რომელიც, ასევე, პოსტენცეფალური პარკინსონიზმის სახელითაა ცნობილია) ხანმოკლე აფეთქება პირველად, 1917 წელს, აღწერა ეკონომომ (Von Economo, 1929), რომელიც ვენის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოღვაწეობდა. ლეთარგიულმა ენცეფალიტმა ეპიდემიურ დონეს 1920 წელს მიაღწია, ხოლო 1930 წლისთვის თითქმის მთლიანად გაქრა. ამჟამად მხოლოდ ერთეული სპორადიული შემთხვევები გვხვდება (Howard and Lees, 1987). ითვლება, რომ მისი გამომწვევი მიზეზია გრიპის ვირუსი ან მასზე იმუნური რეაქცია. ყველაზე მძიმე გართულებაა პარკინსონიზმი, ხოლო მეორე ადგილზეა ანტისოციალური პიროვნული აშლილობა, რომელსაც გამოხატული ქცევითი დარღვევები ახასიათებს. ზოგ შემთხვევაში ვითარდება შიზოფრენიისმაგვარი მდგომარეობა. ზაკსმა (Sacks, 1973) დეტალურად აღწერა ეს მდგომარეობა და, ზოგი პაციენტის შემთხვევაში, L-დოფას ხანმოკლე და გასაოცარი „გამოჯანმრთელების“ ეფექტი აჩვენა. ნევროპათოლოგიურად ეს დაავადება პროგრესული სუპრანუკლეური დამბლის მსგავსია.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები