ლეიშმანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეიშმანია (Leishmania; ინგლისელი ექიმის ლეიშმანის პატივსაცემად) – უმარტივესების გვარი; მიეკუთვნება Trypanosomatidae-ს ოჯახს. ლეიშმანიები პარაზიტობენ ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის რეტიკულოენდოთელურ უჯრედებში.