ლეიშმანიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლეიშმანიოზი (leishmaniosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Leishmania + ბერძნ. osis დაავადება) – პროტოზოული ტრანსმისიული დაავადება. გავრცელებულია ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში. არჩევენ ლეიშმანიოზის კანისა და ვისცერალურ ფორმებს, რომელთა აღმძვრელებია, შესაბამისად, – Leishmania tropica და 'L.donovani.