ლელქაშის სახურავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
LelqaSis saxuravi.jpg

ლელქაშის სახურავი (ინგლ. reed roof) – ლელქაშის ღეროებისგან დამზადებული სახურავი, რომელიც ხარისხით არ ჩამოუვარდება თანამედროვე კერამიკულ თუ მოქნილი კრამიტის სახურავებს. კარგად უძლებს დიდ დატვირთვებს, არ ლპება, გამოირჩევა მაღალი თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებით, მონტაჟის სიმარტივით. ბურულის სტანდარტული სისქეა 35 სმ. მონტაჟის შემდეგ მას ამუშავებენ ანტი-პირენებით ცეცხლმედეგობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე მღრღნელების საწინააღმდეგოდ. გადახურვის მოსაწყობად ძელაკებისაგან (40x60 ან 50x50 მმ) ეწყობა მოლარტყვა ბიჯით 30 სმ. ძელაკებში ზემოდან სანახევროდ ჩაეხრახნება შურუპები, რომელთა შორის სახურავის დახრის მართობულად გაიჭიმება მაღალი სიმტკიცის მავთულები. შემდეგ ზემოდან თანაბრად და მჭიდროდ ეწყობა 1,6-2,2 მ სიგრძის ღეროებისგან შეკრული ძნულები. ძნულებში განივად ატარებენ უჟანგავი ფოლადის მავთულებს, რათა ქარისაგან არ მოხდეს სახურავის რღვევა. ბურულის შვერა შვეული გარე კედლიდან არ უნდა იყოს 50 სმ-ზე ნაკლები. კეხის კონსტრუქციის მოსაწყობად მიმართავენ ლელქაშის ღეროების დასველებას, რაც უზრუნველყოფს ღეროების გადაღუნვას ნებისმიერი კუთხით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები