ლენა (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლენა – მდინარე აღმოსავლეთ ციმბირში. სიგრძით (4400კმ) მსოფლიოს მეცხრე მდინარეა, აუზის ფართობი შეადგენს 2490000კმ2. სათავეს იღებს ბაიკალის ქედიდან და ჩაედინება ლაპტევების ზღვაში. სადაც წარმოქმნილი აქვს ერცელი დელტა. ზემო დინებაზე შენაკად ვიტიმის შესართავამდე ივითარებს შედარებით ვიწრო ხეობას, შემდეგ ხეობა განიერდება 30კმ-მდე. ქვემო დინებაზე დონეების რყევადობა 28მ აღწევს. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 16300მ /წამს, ხოლო წლიური ჩამონადენი 500კმ. იაკუტიამდე ხეობა მთის ტიპისაა, ხოლო მისგან ქვემოთ მიედინება დაბლობზე. მთავარი შენაკადებია ალდანი და ეილუი. მდინარის აუზი მკვეთრად ასიმეტრიულია. მარჯვენა წყალგამყოფი (ვერხოიანსკის ქედი) მას ახლოს გაუყვება რის გამოც აუზის ძირითადი ნაწილი მარცხენა მხარეზეა. ლენას გააჩნია მნიშვნელოვანი სიმძლავრის ენერგორესურსები.


წყარო

აზიის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები