ლენორმანი რენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლენორმანი რენე - (ფრ. LENORMANN RENÉ. 1882 - 1951). ფრანგი დრამატურგი.

რენე ლენორმანი დაიბადა 1882 წელს. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სარეპერტუარო თეატრების დრამატურგთა შორის. თავისი მრავალი კოლეგისგან განსხვავებით ლენორმანი უფრო მეტად ფილოსოფიური განსჯისა და განზოგადოებებისკენ იხრებოდა. იგი მუშაობს არა კომედიაში, არამედ დრამაში, რომელიც ხანდახან ტრაგიკულ ჟღერადობასაც აღწევს.

ყველაზე დიდი წარმატება ერგო მის დრამას „სამუმი“ (1920), რომელიც მის ეგრეთწოდებულ კოლონიალურ პიესათა ციკლს მიეკუთვნება. ამ პიესებში მოქმედება ვითარდება ეგზოტიკურ, აფრიკულ ფონზე. სასცენო კანონების ჩინებულმა ცოდნამ, ცხოვრების აქტუალური პრობლემებისადმი ინტერესმა, მეამბოხე გმირის რთული შინაგანი სამყაროს გახსნამ ლენორმანისკენ მიიპყრო ისეთი თეატრალური ნოვატორების ყურადღება, როგორიც იყვნენ: გასტონ ბატი (1885-1952) და ჯორჯ ფითოევი (1885-1939). ლენორმანის ცნობილი პიესაა „თეატრის ბინდი“ (1934-1935). გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი კრიტიკული წერილები პერიოდულ პრესაში.

რენე ლენორმანი გარდაიცვალა 1951 წელს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები